ვირუსული მაინინგი
კრიპტოვალუტის ვებ-მაინინგის გარდა, გარკვეული ვებ-გვერდები ვირუსულ მაინინგსაც ეწევიან, რაც ვებ-გვერდის ვიზიტორის კომპიუტერში ვირუსული პროგრამის ჩატვირთვას გულისხმობს. ანტივირუსული პროგრამების უმრავლესობამ შესაძლოა აღნიშნული ვირუსი ვერ შეაჩეროს და ვებ-გვერდმა მომხმარებლის კომპიუტერის სიმძლავრე კრიპტოვალურის გამომუშავებისთვის უნებართვოდ გამოიყენოს.
აღნიშნული ვირუსული პროგრამა გამოიყენება ძირითადად კრიპტოვალუტა MONERO-ს „მაინინგისთვის". ამის მიზეზი არის ის, რომ Bitcoin-ის "მაინინგი" სტანდარტული კომპიუტერული პროცესორებით აღარ ხორციელდება.
კრიპტოვალუტა MONERO, დღეისათვის, სტატისტიკური მონაცემების
მიხედვით დღეს ათ ყველაზე პოპულარულ ვირტუალურ ვალუტას შორისაა. ამ კრიპტოვალუტას აქვს სამი ძირითადი ფუნქცია:
- Monero-ს გადაცვლა შესაძლებელია სხვა კრიპტოვალუტაში, მათ შორის Bitcoin-ში;
- Monero შეიძლება გადაიცვალოს სახელმწიფო ვალუტაზე.
- გამოიყენება "ღრმა" და "დაფარულ" ვებში (Deep/Dark Web) არსებულ სავაჭრო ვებსაიტებზე (Alphabay, Oasis).
Monero პოპულარულია, რადგან ითვლება, რომ იგი თანხის გამცემისთვის და მიმღებისთვის მაქსიმალურ ანონიმურობას უზრუნველყოფს. კერძოდ, სისტემა ბლოკჩეინი (Blockchain) ვერ ახდენს მოცემული კრიპტო ფულის გადამხდელის და მიმღების ვინაობის იდენტიფიცირებას. შესაბამისად, აღნიშნული ვალუტა ხშირად ისეთი არალეგალური საქმიანობისთვის
გამოიყენება, როგორიცაა ნარკოტიკული ნივთიერებების ყიდვა-გაყიდვა, ინტერნეტ პირატობა, საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სხვა...